გორის მუნიციპალიტეტში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 22 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა, ხოლო კიდევ ერთი ადამიანი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, ავარია სოფელ კვარხეთის მიმდებარედ მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, რამაც ავტოსაგზაო შემთხვევა გამოიწვია.