ავტორი:

“ჰორმუზის სრუტის გასავლელად ნავთობტანკერების ნაწილი საიდუმლო კოდებს იყენებს” - რა წერია სენსაციურ ანგარიშში, რომელიც ახლახან გამოქვეყნდა

“ჰორმუზის სრუტის გასავლელად ნავთობტანკერების ნაწილი საიდუმლო კოდებს იყენებს” - რა წერია სენსაციურ ანგარიშში, რომელიც ახლახან გამოქვეყნდა

“გარკვეული ნავთობტანკერები, თეირანის მიერ ჰორმუზის სრუტეში დაწესებული ბლოკადის გვერდის ასავლელად საიდუმლო კოდებს იყენებენ", - ამის შესახებ ახლახან გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი.

ამან საშუალება მისცა ათეულობით გემს, რომლებიც იმ ქვეყნებს უკავშირდებიან, ვინც კვლავ ყიდულობს ირანულ ნავთობს, საფრთხისთვის თავი დაეღწიათ იმ დროს, როდესაც ასობით სხვა ხომალდი კვლავ სპარსეთის ყურეშია ჩარჩენილი.

ომის შედეგად თეირანმა სრუტე, ფაქტობრივად, დახურა და ამით გადაიკეტა გადაზიდვის ის გზა, რომელზეც ყოველდღიურად დაახლოებით 130 გემი მოძრაობდა.

საზღვაო მონიტორინგის მონაცემების მიხედვით, საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემდეგ სრუტის გავლა მხოლოდ 90 გემმა შეძლო.

გერმანულ-იტალიურმა საზღვაო სადაზვერვო კომპანიამ Huax დაადგინა, რომ ის გემები, რომლებმაც სრუტე გადაკვეთეს ირანის ნავთობის ინდუსტრიასთან იყვნენ დაკავშირებულნი ან სპეციალური ნებართვა გააჩნდათ და საიდუმლო სიგნალს გადასცემდნენ, რომელიც მიუთითებდა, რომ მათთვის გადაადგილება დაშვებული იყო.

“ეს სიგნალები კონკრეტულად თეირანისკენ არის მიმართულია თუ შიდა ფლოტის იდენტიფიკატორებს წარმოადგენს , ზუსტად ვერ ვადასტურებთ, თუმცა ისინი რამდენიმე გემს შორის არის კოორდინირებული“, - განუცხადა The Times of London - ს Huax-ის საზღვაო ანალიტიკოსმა არსენიო ლონგომ.

მისივე თქმით, ინდოეთსა და ჩინეთთან დაკავშირებული გემები, როგორც ჩანს, უპრობლემოდ გადაადგილდებიან ან სრუტის გადასასვლელად ემზადებიან, მაშინ როდესაც თითქმის ყველა სხვა კომერციული ტრანსპორტი დაბლოკილია.

ზოგმა გემმა ასევე მიზანმიმართულად გაავრცელა შეტყობინებები, რომ “ხომალდი ინდური იყო და მასზე ინდოეთის ეკიპაჟი იმყოფებოდა“, რაც ინდოეთსა-ირანს შორის დადებულ გარკვეულ უსაფრთხოების შეთანხმებებზე მიუთითებს.

მსოფლიოს ნავთობის დაახლოებით 20%- ის ტრანსპორტირება ჰორმუზის სრუტის გავლით ხდება, ამჟამად ბლოკადის შედეგად რეგიონში დაახლოებით 2000 გემია ჩარჩენილი, რომლებზეც 20 000 მეზღვაურამდე იმყოფება.

ხომალდები, რომლებიც სრუტის გადაკვეთას თეირანის ნებართვის გარეშე შეეცდებიან, იმ თავდასხმების რისკის წინაშე დგებიან, რომლებმაც ამ თვეში უკვე 20 ზე მეტი გემი დააზიანა.

პლატფორმა Kpler- ის შეფასებით, მიუხედავად დაძაბული ვითარებისა, ირანმა მაინც მოახერხა 16 მილიონ ბარელზე მეტი ნავთობის ექსპორტი, რომლის დიდი ნაწილი ჩინეთში გაიგზავნა.

ამასთანავე, აშშ-ის ანალიტიკური ჯგუფის United Against Nuclear Iran (UANI) მონაცემებით. სულ მცირე, ირანის დროშის ქვეშ მცურავმა 14-მა ტანკერმა სინგაპურის სრუტეს მიაღწია.

“რადგან ირანი, პრაქტიკულად, ჰორმუზის სრუტეზე სრულ კონტროლს ფლობს, თეირანის კანონმდებლები უკვე ახალი წესების შემოღებას განიხილავენ, რომლებიც სრუტის გავლაზე საფასურის დაწესებას გულისხმობს“, - იუწყება ირანის სახელმწიფო მედია.

ეს, ფაქტობრივად, თეირანს საშუალებას მისცემს, აკონტროლოს სრუტეში მიმდინარე ეკონომიკური ნაკადი ისევე, როგორც ეგვიპტე სუეცის არხს აკონტროლებს. წყარო

იხილეთ ასევე: