26 მარტს საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიაზე უამინდობა გაგრძელდება - დასავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატებს. ზოგან მოსალოდნელია წვიმა. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ.
ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +4, +9°, დღისით +12, +17°; მთაში ღამით +3, +8°, დღისით +11, +16°; მაღალ მთაში ღამით -1, +4°, დღისით +9, +14°.
აღმოსავლეთ საქართველოშიც ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი - ღამით უმეტეს, დღისით კი ზოგიერთ რაიონში იწვიმებს. ღამით მაღალ მთაში ზოგან მოთოვს, ასევე რიგ რაიონებში შესაძლებელია ძლიერი ნისლი. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ.
ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +4, +9°, დღისით +14, +19°; მთაში ღამით +1, +6°, დღისით +8, +13°, ზოგან +19°; მაღალ მთაში ღამით -2, +3°, დღისით +5, +10°, ზოგან +14°.
იწვიმებს დედაქალაქშიც - ღამით ჰაერის ტემპერატურა 9° იქნება, დღისით კი - 15°.