Forbes Georgia-ს მიერ გამოქვეყნებულ საქართველოს 100 უმდიდრეს მეწარმეს შორის, მე-13 და მე-14 ადგილებს იკავებენ ძმები - ლევან და სოსო ფხაკაძეები.
საქმიანობის სფეროებია: ავტოგასამართი სადგური და გარე რეკლამა
"ლევან ფხაკაძე დივერსიფიცირებულ პორტფელს ძმასთან, სოსო ფხაკაძესთან ერთად ფლობს. ის მოიცავს "ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“, სარეკლამო კომპანია "ალმას“ და "ვ-ჯეო რესტორნებს“, რომელიც აერთიანებს სწრაფი კვების ობიექტების ქსელებს - "ვენდისს“, "საბვეისა“ და "დანკინ დონათსს“. თუ კომპანიების უმეტესობაში ძმები აქციებს თანაბრად იყოფენ, "ვისოლში“ 7%-ით დიდი წილი ლევანს სოსოზე მდიდრად აქცევს", - ვკითხულობთ კვლევაში.
საქმიანობის სფეროები: ავტოგასამართი სადგური და გარე რეკლამა
კვლევის თანხად: "სოსო ფხაკაძეს ძმასთან, ლევან ფხაკაძესთან ერთად, დივერსიფიცირებული პორტფელი აქვს - მას ეკუთვნის 31%-იანი წილი "ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიაში“ და აქციების 50% სარეკლამო კომპანია "ალმასა“ და "ვ-ჯეო რესტორნებში“. ეს უკანასკნელი აერთიანებს სწრაფი კვების ობიექტების ქსელებს - "ვენდისს“, "საბვეისა“ და "დანკინ დონათსს“.
სოსო ფხაკაძე "საქართველოს ბიზნესასოციაციის“ პრეზიდენტიცაა, რომელიც მსხვილი კომპანიების ინტერესებს იცავს". წაიკითხეთ სრულად
იხილეთ ასევე: