ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში ფიგურულ ციგურაობაში მსოფლიო ჩემპიონატი 25 მარტს გაიხსნა და 29 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. გუშინ მოკლე პროგრამით იასპარეზეს გოგონებმა და სპორტულმა წყვილებმა. სასიხარულოა, რომ საქართველოს წარმომადგენელმა, ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას წყვილმა, მოკლე პროგრამაში 79.45 ქულა მიიღო და მე-2 ადგილი დაიკავა, რისთვისაც მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში, პირველად, მცირე ვერცხლის მედლები დაიმსახურა.
ჯერჯერობით ლიდერობს გერმანელი წყვილი, რომელიც 0,34 ქულით უსწრებს ჩვენი ნაკრების წევრებს.
თავისუფალი პროგრამა გაიმართება დღეს, 26 მარტს.

გუშინვე ქალთა თანრიგში მოკლე პროგრამით იასპარეზა ჩვენი ქვეყნის წარმომადგენელმა ანასტასია გუბანოვამ, ის ამ ეტაპზე მე-6 ადგილზეა.