ავტორი:

ირანმა ისრაელისა და არაბთა გაერთიანებული საემიროების მიმართულებით შეტევის მორიგი ტალღა განახორციელა - არიან დაშავებულები

ირანმა ისრაელისა და არაბთა გაერთიანებული საემიროების მიმართულებით შეტევის მორიგი ტალღა განახორციელა - არიან დაშავებულები

ცენტრალურ ისრაელში ირანის სარაკეტო იერიშის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა. The Times of Israel-ის ინფორმაციით, დაშავებულტა უმეტესობა ქალაქ კაფრ-ქასიმის მკვიდრია.

  • “მაგენ დევიდ ადომის“ სასწრაფო დახმარების სამსახურის ცნობით, აღნიშნულ ქალაქში 5 ადამიანი დაშავდა.

ასევე, ირანის იერიშის შედეგად დასავლეთ სანაპიროზე ერთმა ადამიანმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო.

ირანის თავდასხმის შედეგად ცენტრალურ ისრაელში სახლები და ავტომობილები დაზიანდა.

თეირანი

ირანმა არაბთა გაერთიანებული საემიროების მიმართულებით დრონებითა და რაკეტებთ მორიგი შეტევა განახორციელა.

არაბთა გაერთიანებული საემიროების ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის სისტემემა ბალისტიკური რაკეტები მოიგერია, ხოლო გამანადგურებლები ჰაერში ანეიტრალებენ ირანულ დრონებს.

განახლებული ინფორმაციით, აბუ დაბიში სარაკეტო იერიშის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.

აბუ დაბის მედია ოფისის ცნობით, არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქში თავდაცვის სისტემების მიერ განადგურებული რაკეტის ნამსხვრევები ჩამოვარდა, რასაც ორი ადამიანი ემსხვერპლა და სამი დაშავდა.

რაკეტის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად სუეიჰანის ქუჩაზე ავტომობილები დაზიანდა. ადგილზე სასწრაფო დახმარების სამსახურები მუშაობენ.

წყარო

იხილეთ ასევე: