ავტორი:

შავ ზღვაში, 140 000 ტონა ნედლი ნავთობით დატვირთულ თურქულ ნავთობტანკერზე დრონით თავდასხმა მოხდა - რას წერს მედია

შავ ზღვაში, 140 000 ტონა ნედლი ნავთობით დატვირთულ თურქულ ნავთობტანკერზე დრონით თავდასხმა მოხდა - რას წერს მედია

შავ ზღვაში თურქულ ნავთობტანკერზე დრონით თავდასხმა განხორციელდა, - ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, დრონით თავდასხმა ნავთობტანკერ ALTURA-ზე განხორციელდა, რომელიც რუსეთიდან გამოვიდა და 140 000 ტონა ნედლი ნავთობითაა დატვირთული.

შემთხვევა ბოსფორის სანაპიროდან დაახლოებით 24 კილომეტრში მოხდა.

დრონით დარტყმის შემდეგ გემზე აფეთქება მოხდა და ძრავის ოთახი დაზიანდა, სადაც წყალი შევიდა.

მედიის ინფორმაციით, ეკიპაჟის არცერთი წევრი არ დაშავებულა.

წყარო