ბანგლადეშში ავტობუსი მდინარეში გადავარდა, რასაც, სულ მცირე, 24 ადამიანი ემსხვერპლა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, სამგზავრო ავტობუსი მდინარე პადმაში მაშინ ჩავარდა, როდესაც იგი ბორანზე ასვლას ცდილობდა.
პოლიციის განცხადებით, ავტობუსმა ბორანთან მიახლოებისას კონტროლი დაკარგა.
დაღუპულებს შორის ხუთი ბავშვია.
შემთხვევის ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.