ავტორი:

რა ხდება ამ წუთებში სიონის საპატრიარქო ტაძარში, ილია მეორის საფლავზე? (ფოტო)

რა ხდება ამ წუთებში სიონის საპატრიარქო ტაძარში, ილია მეორის საფლავზე? (ფოტო)

სიონის საპატრიარქო ტაძარში, ილია მეორის საფლავზე, მრევლი პატივის მისაგებად დილიდან მიდის. სიონის ტაძარში, სადაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის საფლავია, სასულიერო პირები, მგალობლების თანხლებით, პანაშვიდს იხდიან, რომელიც 40 დღის განმავლობაში აღევლინება.

როგორც ცნობილია, მრევლს ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეუძლია. გარდა ამისა, ტაძარში ყოველდღიურად აღესრულება ღვთისმსახურება.

ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე 17 მარტს გარდაიცვალა. 18 მარტიდან სამების ტაძარში მისი სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა. უწმინდესის ხსოვნას ათასობით მოქალაქემ პატივი მიაგო.

ილია მეორე 22 მარტს, სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს.