ავტორი:

ისრაელის ინფორმაციით, ლიკვიდირებულია “ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ საზღვაო ძალების მეთაური

ისრაელის ინფორმაციით, ლიკვიდირებულია “ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ საზღვაო ძალების მეთაური

„ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ საზღვაო ძალების მეთაურის ლიკვიდაცია განხორციელდა, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ისრაელელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

ოფიციალური პირის ცნობით, „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ საზღვაო ძალების მეთაური, ალირეზა ტანგსირი, რომელიც ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვაზე იყო პასუხისმგებელი, ბენდერ-აბასში ისრაელის დარტყმის შედეგად დაიღუპა.

ირანული მხარე და ისრაელის თავდაცვის ძალები გავრცელებულ ინფორმაციას ჯერჯერობით ოფიციალურად არ ადასტურებენ.