ოფიციალური თეირანის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ აშშ ხარგის კუნძულზე შეიჭრება, ირანი სტრატეგიული ბაბ-ელ-მანდეის სრუტეს დახურავს. მათივე განმარტებით, ასეთი ნაბიჯების მიზანი მოწინააღმდეგისთვის არა მხოლოდ სამხედრო, არამედ ეკონომიკური ხარჯების გაორმაგებაა.
ბაბ-ელ-მანდეის სრუტე იემენის სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს. ეს არის რეგიონი, სადაც ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუსიტეი აქტიურად მოქმედებენ. სრუტეს სწორედ ეს დაჯგუფება აკონტროლებს. ჰორმუზის მსგავსად, ბაბ ელ-მანდების სრუტე ერთადერთი არხია, საიდანაც გემები წითელი ზღვიდან ინდოეთის ოკეანეში გადადიან.
ექსპერტების თქმით, თუ ბაბ ელ-მანდების სრუტეში ნავიგაცია შეფერხდება, ვითარება შესაძლოა კიდევ უფრო გართულდეს ახლო აღმოსავლეთში.
რაც შეეხება ხარგის კუნძულს, რომელიც ირანის სანაპიროდან დაახლოებით 16 მილში მდებარეობს, ლოკაციაზე, საიდანაც ქვეყნის ნედლი ნავთობის ექსპორტის დაახლოებით 90% მოდის.

"თუ მტერი შეეცდება სამხედრო მოქმედებების განხორციელებას ირანის კუნძულებზე და ქვეყნის სხვა ნებისმიერ ტერიტორიაზე, ან ეცდება თეირანზე ზეწოლის მოხდენას სპარსეთის ყურესა და ომანის ზღვაში საზღვაო გადაადგილებების შეზღუდვით, ირანი ახალ ფრონტებს გახსნის.

ბაბ-ელ-მანდეის სრუტე მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სტრატეგიულ საზღვაო მარშრუტად მიიცჩნევა. ირანს გააჩნია მისი კონტროლის ნება და შესაძლებლობა. აშშ ფრთხილად უნდა იყოს, რათა უკვე არსებულ პრობლემებს კიდევ ერთი კრიტიკული სრუტე არ დაამატოს და ვითარება კიდევ უფრო არ გაართულოს", - აცხადებენ "ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან" დაახლოებული წყაროები.

თუ ჰორმუზის სრუტეში ყოველდღიურად ნავთობის გლობალური საზღვაო ექსპორტის 20% მოძრაობდა, ბაბ ელ-მანდების სრუტის გავლით გადატანილი ნავთობი 6%-ს უტოლდება.
აღსანიშნავია, რომ ჰუსიტები, წარსულში არაერთხელ დასხმიან თავს საერთაშორისო საზღვაო მარშრუტებს.
იხილეთ ასევე: