ავტორი:

16 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის სოციალური მედიის აკრძალვას დიდი ბრიტანეთიც გეგმავს

16 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის სოციალური მედიის აკრძალვას დიდი ბრიტანეთიც გეგმავს

დიდი ბრიტანეთის მთავრობა მასშტაბურ პროექტს გეგმავს, რომლის ფარგლებშიც 16 წლამდე მოზარდებს სოციალური მედიის გამოყენება შეეზღუდებათ. ტესტირება ასობით ბრიტანელ მოზარდზე განხორციელდება, რათა გაირკვეს, როგორ აისახება სხვადასხვა რეგულაცია მათ ყოველდღიური ცხოვრებაზე, მენტალურ ჯანმრთელობასა და სოციალურ ურთიერთობებზე.

„ეს პროექტი საშუალებას მოგვცემს რეალურ გარემოში დავაკვირდეთ სხვადასხვა ვარიანტს. მოცემული მონაცემები განსაზღვრავს მომავალ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ოჯახების გამოცდილებაზე იქნება დაფუძნებული,“ - განაცხადა დიდ ბრიტანეთში ტექნოლოგიების მდივანმა ლიზ კენდალმა.

კვლევას უხელმძღვანელებს ბრედფორდის ჯანმრთელობის კვლევის ინსტიტუტი და კემბრიჯის უნივერსიტეტის ფსიქოლოგი, პროფესორი ემი ორბენი. ექსპერიმენტში ჩაერთვება ბრედფორდის 10 საშუალო სკოლის 12-დან 15 წლამდე 4 000 მოსწავლე. ხოლო ექსპერტები შეაფასებენ, როგორ აისახება სოციალურ მედიაზე წვდომის შეზღუდვა ძილზე, შფოთვაზე, სოციალურ ურთიერთობებსა და ბულინგზე.

ინიციატივას უკვე აქვს ფართო პოლიტიკური მხარდაჭერა. აღსანიშნავია, რომ არასრულწლოვანებისთვის სოციალური მედიის აკრძალვასა და უფრო მკაცრი პოლიტიკის შემუშავებას გეგმავენ ესპანეთში, საბერძნეთსა და საფრანგეთშიც.

მანამდე კი ავსტრალია გახდა მსოფლიოში პირველი ქვეყანა, რომელმაც 16 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის სოციალურ პლატფორმებზე წვდომა აკრძალა.

წყარო