"იმის მიუხედავად, თუ რა შეიძლება უთხრას პუტინმა საკუთარ თავს, ოთხი წლის შემდეგ, სიმართლე იმაშია, რომ რუსეთი არ იმარჯვებს", - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა.
“მიწაზე რეალობა იმაში მდგომარეობს, რომ უკრაინა მყარად დგას. ბოლო კვირების განმავლობაში ტერიტორია დაიბრუნეს, დამპყრობლებს საშინელ ფასს აკისრებენ. ასე რომ, იმის მიუხედავად თუ რა შეიძლება უთხრას პუტინმა საკუთარ თავს, ოთხი წლის შემდეგ, სიმართლე იმაში მდგომარეობს, რომ რუსეთი არ იმარჯვებს. ისინი ვერ გაიმარჯვებენ. მათ უნდა შეწყვიტონ სამართლიანი და მყარი მშვიდობისკენ გზის ბლოკირება”, - განაცხადა სტარმერმა.