ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო ჩრდილოეთ კორეაში იმყოფება, სადაც აქვეყნის ლიდერს, კიმ ჩენს ინს შეხვდა. მხარეებმა "თანამშრომლობისა და მეგობრობის" ხელშეკრულება გააფორმეს.
ბელარუსის ლიდერმა ჩრდილო კორეელ კოლეგას ბელარუსული წარმოების შაშხანა, შოკოლადი, არაყი, შავი პური და სხვადასხვა ტკბილეული ჩაუტანა საჩუქრად.
როდესაც შაშხანა გადასცა, თან ასე მიმართა - "იმ შემთხვევისთვის, თუ მტრები გამოჩნდებიან".
თავის მხრივ, ბელარუსული მედიის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, რომ კიმ ჩენ ინმა ლუკაშენკოს აჩუქა ვაზა, რომელზეც ბელარუსის პრეზიდენტის გამოსახულება იყო. კიდევ ერთი საჩუქარი, რომელიც ლუკაშენკომ მიიღო, ძვირფასი ლითონებისგან გამოჭედილი ხმალია.
შეხვედრისას კიმ ჩენ ინმა თქვა, რომ "ჩრდილოეთ კორეა დასავლეთის მხრიდან ბელარუსზე განხორციელებული უკანონო ზეწოლის წინააღმდეგია".
<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/RlXMujfbvnU?si=GwOh8SEj32zHpPSG" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share" referrerpolicy="strict-origin-when-cross-origin" allowfullscreen></iframe>