დღეს, 26 მარტს, 25 წლის ნოელია კასტილიო რამოსი ევთანაზიის გზით დაასრულებს სიცოცხლეს. მისი ტრაგიკული ისტორია მედიის განხილვის მთავარი თემაა. ახალგაზრდა ქალი დიდი ხანია იბრძვის ევთანაზიის უფლების მოსაპოვებლად და ამ ბრძოლას უმძიმესი წინაპირობა აქვს.

ნოელიას გულგატეხილმა დედამ ბოლოს კიდევ ერთხელ მიმართა ქალიშვილს თხოვნით და იმედი გამოთქვა, რომ ის თავის გადაწყვეტილებას შეცვლის.

მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა ქალის მამამ ევთანაზიის პროცესის შესაჩერებლად ხანგრძლივი სამართლებრივი ბრძოლა აწარმოა, რამოსმა მაინც მიიღო ნებართვა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსგან.
ოჯახის თქმით, გაუპატიურებამდე ნოელიას ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.
2022 წელს, როდესაც ნოელია სახელმწიფოს ზედამხედველობის ქვეშ არსებულ ახალგაზრდულ ცენტრში ცხოვრობდა, ის სამი მამაკაცის მიერ ჯგუფური გაუპატიურების მსხვერპლი გახდა.

ამ მძიმე შემთხვევამ ახალგაზრდა ქალს მძიმე ფსიქოლოგიური ტრავმა მიაყენა და თვითმკვლელობის მცდელობამდე მიიყვანა, რის შედეგადაც ხერხემლის მძიმე დაზიანება მიიღო.
რამოსი გადარჩა, თუმცა წელის ქვემოთ პარალიზებული დარჩა და მუდმივ ტკივილს განიცდიდა.
თუმცა, სასამართლომ საბოლოოდ დაადგინა, რომ რამოსი "სრულიად ქმედითუნარიანი იყო იმისთვის, რომ თავად გადაეწყვიტა, სურდა თუ არა სიცოცხლის დასრულება ევთანაზიის გზით“ . დღეს ის 15-წუთიანი პროცედურის შედეგად გარდაიცვლება.

მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთის კანონმდებლობა საშუალებას აძლევს ნოელიას სიცოცხლის ბოლომდე ახლობლები მის გვერდით იყვნენ, გავრცელებული ინფორმაციით, 25 წლის ქალმა გადაწყვიტა, რომ მის სიკვდილს მშობლები არ დასწრებოდნენ.
ესპანეთის კანონმდებლობით, 18 წელზე უფროს ასაკის პირებს, რომლებიც "ქრონიკული ან შეზღუდული შესაძლებლობებით გამოწვეული ტკივილისგან იტანჯებიან, შეუძლიათ სიცოცხლე ევთანაზიის გზით დაასრულონ.