კეიპტაუნის მახლობლად, მთის ფერდობზე, კატასტროფა განიცადა ვერტმფრენმა, რომელიც ხანძრის ქრობის სამუშაოს ასრულებდა.
ვერტმფრენი მოულოდნელად კლდეს შეეჯახა, კონტროლი დაკარგა და ცეცხლში ჩავარდა.


<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/rBCMdrVjQ2g?si=dHF4lMb-eT1QTIBp" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share" referrerpolicy="strict-origin-when-cross-origin" allowfullscreen></iframe>
ტრაგედია ზღვისპირა რაიონში გაჩენილი მასშტაბური ტყის ხანძრის წინააღმდეგ მიმდინარე ბრძოლის დროს მოხდა. ვერტმფრენს ახლად შევსებული 1000-ლიტრიანი წყლის ავზი მიჰქონდა.

გამოცდილმა პილოტმა კაბინიდან გამოსვლა მოახერხა და უსაფრთხო ადგილს შეაფარა თავი.

მიუხედავად იმისა, რომ მფრინავს სერიოზული ჭრილობები და დაჟეჟილობები აღენიშნება, მან თავადვე შეძლო მთიდან ჩამოსვლა, სადაც სასწრაფო დახმარების მანქანა ელოდებოდა, რომელმაც დაზარალებული, სრული შემოწმებისთვის საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში გადაიყვანა.