ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვის შვილმა, ადამ კადიროვმა, რომელიც რამდენიმე თანამდებობას, მათ შორის ჩეჩნეთის უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტს იკავებს, რეგიონის ძალოვანი სტრუქტურების თათბირში მიიღო მონაწილეობა.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის იანვარში ის ავტოავარიაში მოყვა, რის შემდეგაც საჯაროდ აღარ გამოჩენილა. ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის მძიმე მდგომარეობაში იყო. ხოლო ჩეჩნეთის მედია და ხელისუფლების წარმომადგენლები ადამის ძველ ვიდეოებს ახლად ასაღებდნენ.
"ნოვაია გაზეტა ევროპის“ წყაროების ინფორმაციით, მოსკოვის საავადმყოფოში მკურნალობის დროს, ადამ კადიროვს ელენთა ამოაჭრეს. ამის გამო ის მკაცრ დიეტას იცავს, გარდა ამისა წყაროების მტკიცებით, უმცროს კადიროვს მხედველობის ნერვიც სერიოზულად აქვს დაზიანებული.
ცნობისთვის ავტოავარიის დროს დაიღუპა ადამ კადიროვის ავტოკოლონის ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლი. Кавказ.Реалии“-ის ინფორმაციით, ჩეჩნეთის ლიდერის შვილი და მისი გარემოცვის დაახლოებით 20 ადამიანი საავადმყოფოში მოხვდა. თავად ადამ კადიროვი მკურნალობისთვის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თვითმფრინავით მოსკოვში სამკურნალოდ მოსკოვში გადაიყვანეს.