ავტორი:

საქართველოს ნაკრების უპირატესობა და ხვიჩას გოლი - ჩვენი გუნდი ისრაელს ამარცხებს: პირველი ტაიმის მნიშვნელოვანი მომენტები (ვიდეო)

საქართველოს ნაკრების უპირატესობა და ხვიჩას გოლი - ჩვენი გუნდი ისრაელს ამარცხებს: პირველი ტაიმის მნიშვნელოვანი მომენტები (ვიდეო)

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ამხანაგურ მატჩს მართავს ისრაელთან. მატჩი თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მიმდინარეობს. პირველი ტაიმი ახლახან დასრულდა.

  • ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისრაელთან ნაკრები ამ შემადგენლობით გამოიყვანა მინდორზე:

მამარდაშვილი, ლოჩოშვილი, ბერიაშვილი, გადრანი, წიტაიშვილი, მამაგეიშვილი, მექვაბიშვილი, გაგნიძე, კიტეიშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე. საქართველო - ისრაელის მატჩი ილია II ხსოვნის პატივსაცემად წუთიერი დუმილით დაიწყო.

მატჩი ჩვენი გუნდის უდიდესი უპირატესობით და შეტევებით დაიწყო. საბოლოოდ კი მცდელობამ შედეგი გამოიღო და ხვიჩა კვარაცხელიამ გოლი გაიტანა.

პირველ ტაიმში ანგარიში აღარ შეცვლილა.