ავტორი:

ისტორიაში პირველად - საქართველოს წარმომადგენლებმა ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედლები მოიპოვეს

ისტორიაში პირველად - საქართველოს წარმომადგენლებმა ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედლები მოიპოვეს

ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში, ფიგურულ ციგურაობაში მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც 25 მარტს გაიხსნა და 29 მარტის ჩათვლით გაგრძელდება, მედლების პირველი კომპლექტი სპორტულ წყვილებში გათამაშდა.

ამჯერადაც წარმატებით იასპარეზა საქართველოს წარმომადგენელმა სპორტულმა წყვილმა - ბერულავა-მეტელკინა ულამაზესი თავისუფალი პროგრამით წარდგნენ მაყურებლის წინაშე და მიუხედავად ერთი შეცდომისა, 138, 86 ქულა დაიმსახურეს, ორი პროგრამის ჯამში კი 218, 41 ქულა მოაგროვეს და მეორე ადგილი დაიკავეს.

შეგახსენებთ, ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგაც 79.45 ქულით მე-2 ადგილზე იყო.

პირველი ადგილი დაიკავეს გერმანელებმა მინერვა ფაბიან ჰასემ და ნიკიტა ვოლოდინმა (228,33), მესამეზე კი გავიდნენ კანადელები ლია ფერეირა და ტრენეტ მიჰაუდი (216,09).

შეგახსენებთ, ბერულავა-მეტელკინა ევროპის მოქმედი ჩემპიონები და ოლიმპიური ვერცხლის მფლობელები არიან.