ავტორი:

ისტორიაში პირველად - ერევანში 4-5 მაისს სომხეთ-ევროკავშირის სამიტი გაიმართება

ისტორიაში პირველად - ერევანში 4-5 მაისს სომხეთ-ევროკავშირის სამიტი გაიმართება

სომხეთის დედაქალაქი ერევანი 4-5 მაისს სომხეთ-ევროკავშირის პირველ სამიტს უმასპინძლებს.

  • ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სოციალურ ქსელში წერს.

"მოუთმენლად ველი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ანტონიო კოშტას და ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს.

მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, კიდევ უფრო გავაძლიეროთ სომხეთ-ევროკავშირის პარტნიორობა, ჩვენი სტრატეგიული დღის წესრიგით ხელმძღვანელობით“, - წერს ფაშინიანი.