ავტორი:

ტრამპის განცხადებით, დაზვერვის წარმომადგენლებმა შეატყობინეს, რომ მოჯტაბა ხამენეი შესაძლოა, გეი იყოს - "დიახ, CIA-მ ეს მართლაც თქვა"

ტრამპის განცხადებით, დაზვერვის წარმომადგენლებმა შეატყობინეს, რომ მოჯტაბა ხამენეი შესაძლოა, გეი იყოს - "დიახ, CIA-მ ეს მართლაც თქვა"

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპის განცხადებით, ამერიკის ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ მას შეატყობინა, რომ ირანის ახალი უზენაესი ლიდერი შესაძლოა, გეია. ამის შესახებ ტრმპმა Fpx News-სთან ისაუბრა.

  • "მათ ეს მართლაც თქვეს (CIA-მ), ბევრი ადამიანი ამბობს ამას", - თქვა ტრამპმა, თუმცა დაზვერვის სანდოობაზე დეტალები არ დაუკონკრეტებია. მისივე თქმით, სექსუალური ორიენტაციის შესახებ ხამენეის მიმართ არსებული ინფორმაცია ბოჯტაბა ხამენეის "თავიდანვე ცუდ მდგომარეობაში აყენებს ამ კონკრეტულ ქვეყანაში".

<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/L4bsYjMtXXM?si=lO0EcxgKVZlG3exa" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share" referrerpolicy="strict-origin-when-cross-origin" allowfullscreen></iframe>

ცნობისთვის, მანამდე "ნიუ იორკ პოსტმა" გამოაქვეყნა სტატია, სადაც განხილული იყო ირანის ახალი სულიერი ლიდერის სექსუალური ორიენტაცია. გამოცემა წერდა, რომ როდესაც ტრამპმა შეიტყო, რომ ის გეია "ხმამაღლა გაიცინა". ასევე ეს სასაცილოდ მიიჩნიეს ტრამპთან ერთად ოთახში მყოფმა სხვა პირებმაც. ხოლო დაზვერვის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი "ამ თემაზე დღეების განმავლობაში იცინოდა".

აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც ირანში ომი დაიწყო და ირანის ყოფილი უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი მოკლეს, მოჯტაბა ხამენეი ერთხელაც არ გამოჩენილა. მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ის სავარაუდოდ, დაჭრილია, თუმცა ეს ცნობები დადასტურებული არ არის.