ლოს-ანჯელესის ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტი შესაძლოა ციფრული ინდუსტრიის დასასრულის დასაწყისად იქცეს. სასამართლომ აღიარა, რომ Instagram და YouTube არა მხოლოდ პლატფორმები, არამედ დამოკიდებულების გამომწვევი, შეგნებულად დაპროექტებული სისტემებია.
6 მილიონიანი ჯარიმა და აღიარებული ზიანი
სასამართლომ ტექნოლოგიურ გიგანტებს - Meta-სა და Google-ს - 6 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა 20 წლის კეილის სასარგებლოდ. მოსარჩელის განცხადებით, პლატფორმებმა მასში დისმორფია (საკუთარი გარეგნობის მიმართ აკვიატებული უარყოფითი აზრები), დეპრესია და სუიციდური განწყობები გამოიწვია.
ვერდიქტის მთავარი დასკვნა მკაცრია: კორპორაციებმა იცოდნენ იმ რისკების შესახებ, რომლებსაც მათი კონტენტი მოზარდებისთვის შეიცავდა, თუმცა მომხმარებელთა დასაცავად საკმარისი ზომები არ მიუღიათ.
"ეს აღარ არის პროდუქტი, რომლითაც თქვენ სარგებლობთ; ეს არის პროდუქტი, რომელიც თქვენ გიყენებთ," - აცხადებს არტურო ბეჰარი, Instagram-ის ყოფილი თანამშრომელი, რომელიც მარკ ცუკერბერგს საფრთხეების შესახებ ჯერ კიდევ წლების წინ აფრთხილებდა.

"ახალი თამბაქოს ინდუსტრია“?
ექსპერტები ამ პროცესს თამბაქოს ინდუსტრიის წინააღმდეგ წარმოებულ ისტორიულ ბრძოლას ადარებენ. როგორც თავის დროზე სიგარეტის მწარმოებლებმა, ისე სოციალურმა ქსელებმა მოგება ადამიანის დამოკიდებულებაზე ააგეს. ახლა კი რეგულაციების გამკაცრების ერა დგება.
რა შეიძლება შეიცვალოს?
გლობალური რეაქცია: აკრძალვები 16 წლამდე მოზარდებისთვის
სანამ Meta და Google აპელაციისთვის ემზადებიან, სხვადასხვა ქვეყნები უკვე სერიოზულ ნაბიჯებს დგამენ:
ბიზნესმოდელი საფრთხის ქვეშ
სოცქსელების წარმატება ეფუძნება ტრაფიკს - რაც შეიძლება მეტი დრო გაატაროს ადამიანმა აპლიკაციაში, რათა მეტი რეკლამა ნახოს. თუ პლატფორმებს აიძულებენ უარი თქვან იმ მექანიზმებზე, რომლებიც მომხმარებელს „მიაჯაჭვებს“, ეს მთლიანად შეცვლის მათ ფინანსურ რეალობას.
დღევანდელი ბავშვები ხვალინდელი ზრდასრული მომხმარებლები არიან. ტექნოლოგიური გიგანტებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია მათი შენარჩუნება, თუმცა სასამართლო პრეცედენტმა აჩვენა: დაუსჯელობის ეპოქა დასრულდა.