ავტორი:

#ერთადპატარებისთვის - "პალიტრა  L"-ის საქველმოქმედო აქცია უკვე დაიწყო

#ერთადპატარებისთვის - "პალიტრა  L"-ის საქველმოქმედო აქცია უკვე დაიწყო

დღეს “პალიტრა L-ის“ აქცია „გადაიხადე რამდენიც გინდა“ ახალი მიზნითა და სლოგანით #ერთადპატარებისთვის დაიწყო. ამჯერად საქველმოქმედო პროექტიდან შემოსული თანხა გადაირიცხება „სიცილის თერაპიის“ ფონდში, რომელიც მძიმე სენით დაავადებულ ბავშვებს ეხმარება.

სიცილით თერაპია პაციენტს მკურნალობის რთულ და ხანგრძლივ ეტაპზე ეხმარება ღიმილითა და სიცილით სტრესისა და შიშის დაძლევაში, ენდორფინების გამოყოფის სტიმულირებით პოზიტიური განწყობის შენარჩუნებაში. სამედიცინო ჯამბაზები მთელი საქართველოს მასშტაბით სტუმრობენ ონკოლოგიურ ცენტრებსა და სხვადასხვა დაწესებულებას, რათა გაახალისონ პატარა პაციენტები, მათი მშობლები და ხანდაზმულები, რასაც მნიშვნელოვანი დადებითი გავლენა აქვს მკურნალობის პროცესზე.

„სიცილის თერაპიის“ ფონდი 2022 წელს ოთხმა მეგობარმა და თანამოაზრემ: ნათელა ფოცხვერიამ, ანდრო ჭიჭინაძემ, ვადიმ ლარჩენკომ და ნინო ბოლქვაძემ დააფუძნეს. მათ სჯეროდათ, რომ ქართველი ბავშვებიც იმსახურებდნენ იმ ჯადოსნურ სამყაროს, რომელსაც ექიმი-ჯამბაზები ქმნიან.

“პალიტრა L-ის“ აქციის ფარგლებში სასურველ ფასად შეიძენთ შემდეგ წიგნებს:

  • „დეიზი ჯოუნსი და ექვსეული“ - ტეილორ ჯენკინს რეიდი
  • დისნეის „მეგობარი ცხოველები“
  • „გიკი გოგო - ყველაზე ფოტოგენური“ - ჰოლი სმეილი

შეგახსენებთ, შეთავაზების პირობებსაც. წიგნს იძენთ იფ ფასად, რაც თქვენ სამართლიანად მიგაჩნიათ. 10 ლარამდე გადახდილი თანხის 10% მოხმარდება ქველმოქმედებას. 10 ლარზე ზემოთ გადახდილი თანხა კი სრულად გადაერიცხება „სიცილით თერაპიის“ ფონდს. ერთ მომხმარებელზე გაიცემა სამი წიგნი.

წიგნების შეძენა და ქველმოქმედებაში მონაწილეობა შესაძლებელია „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში მთელი საქართველოს მასშტაბით.

R