ავტორი:

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ტრანსგენდერ ქალებს ქალთა შეჯიბრებაში მონაწილეობა აუკრძალა

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ტრანსგენდერ ქალებს ქალთა შეჯიბრებაში მონაწილეობა აუკრძალა

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) გამოაქვეყნა ახალი წესები, რომლებიც არეგულირებს სპორტსმენების მონაწილეობას ქალთა შეჯიბრებებში.

წესები ძალაში შევა 2028 წლის ლოს-ანჯელესის ოლიმპიური თამაშებიდან.

  • ამ წესების თანახმად, ქალთა შეჯიბრებებში მონაწილეობის უფლება მხოლოდ ქალის ბიოლოგიური სქესის მქონე პირებს ექნებათ. სქესი დადასტურდება გენეტიკური ტესტით. ამ წესების თანახმად, პირებს, რომლებმაც სქესის შეცვლის ოპერაცია გაიკეთეს, არ ექნებათ ქალთა შეჯიბრებებში მონაწილეობის უფლება.

როგორც IOC-ის პრეზიდენტმა, კირსტი კოვენტრიმ, განაცხადა, ეს გადაწყვეტილება მეცნიერებასა და ექსპერტების დასკვნებს ეფუძნება.

კოვენტრიმ აღნიშნა, რომ უსამართლო იქნება, თუ ბიოლოგიურად მამაკაცებს ქალების შეჯიბრებაში მონაწილეობის უფლება მიეცემათ. შეზღუდვები IOC-ის ეგიდით მიმდინარე ყველა ჩემპიონატზე გავრცელდება.

ქალთა შეჯიბრებებში მონაწილე ტრანსგენდერი სპორტსმენების საკითხმა ბოლო წლებში დიდი დებატები გამოიწვია,

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ თანამდებობის დაკავების შემდეგ გამოცემული ერთ-ერთი პირველი აღმასრულებელი ბრძანება იყო ბრძანება, რომელიც კრძალავდა ფედერალური დაფინანსების გაცემას იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ტრანსგენდერ ქალებს ქალთა შეჯიბრებებში მონაწილეობის უფლებას აძლევენ.