წყალტუბოში ცოლ-ქმარი, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა. გარდაცვლილი ქალბატონი ნინო კიკალიშვილი, წყალტუბოს სასწრაფო დახმარების ერთ-ერთი ექიმი იყო.
როგორც ირკვევა, ქალბატონს ვერ დაუკავშირდნენ ტელეფონზე და ამის შემდეგ დაიწყო მისი ძებნა. სამაშველო გამოიძახეს და კარის შემტვრევის შედეგად შევიდნენ ბინაში, ამ დროს იპოვეს გარდაცვლილი ცოლ ქმარი ბინაში.
"ვუსამძიმრებ ოჯახს. ახლა საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს შემთხვევის ადგილზე და მეტი დეტალი მოგვიანებით გახდება ცნობილი" - გვეუბნება ადგილობრივი.
ფაქტზე გამოძიება დაწყებულია.