ავტორი:

"უზრდელობაში ნამდვილად არ შეგეჯიბრები, მაგრამ ხომ იცი: "მელას რაც ელანდებოდა, ის ესიზმრებოდაო“ - გიორგი ვაშაძე შალვა პაპუაშვილს

"უზრდელობაში ნამდვილად არ შეგეჯიბრები, მაგრამ ხომ იცი: "მელას რაც ელანდებოდა, ის ესიზმრებოდაო“ - გიორგი ვაშაძე შალვა პაპუაშვილს

უზრდელობაში ნამდვილად არ შეგეჯიბრები, მაგრამ ხომ იცი: "მელას რაც ელანდებოდა, ის ესიზმრებოდაო, - ასე უპასუხა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს.

  • შალვა პაპუაშვილმა დღეს პარლამენტში ჟურნალისტებთან "სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებაც შეაფასა, რომელმაც გუშინ ერთ-ერთი ტელეარხის ეთერში განაცხადა, რომ ქვეყნის მართვის გადაბარება შეუძლიათ.

"გუშინ მოვისმინეთ ბატონი ვაშაძისგან სამი “პ” რომ არიან. აღარ მახსოვს, რომელი იყო პატიოსანიო, პროფესიონალი, პატრიოტიო. არ ვიცი, პ-თი დაწყებულ სიტყვებს ნუ გაეთამაშებიან, შეიძლება სხვა სიტყვებიც მოჰყვეს ამ რიგში“, - განაცხადა პაპუაშვილმა.