ახლო აღმოსავლეთში ყველაზე დიდი ომი ჯერ კიდევ წინ არის და რეგიონი, შესაძლოა, საუკუნეების განმავლობაში არასტაბილურობის კერად იქცეს, - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.
"ნებისმიერ კონფლიქტთან დაკავშირებით ყველა ვიმედოვნებთ, რომ მშვიდობიანი გზით მოგვარდება. ვფიქრობ, რაც არ უნდა სამწუხაროდ ჟღერდეს, ეს უახლოეს მომავალში შეუძლებელია. რადგან ჩართული ძალები უკიდურესად ანტაგონისტურ მდგომარეობაში არიან: მათ ერთმანეთს სძულთ“, - განაცხადა მედვედევმა.
მისი თქმით, აშშ-ის ქმედებები ირანში სერიოზული სტრატეგიული შეცდომაა და აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას ამის საფასურის გადახდა მოუწევს.
"ვფიქრობ, ეს თეთრი სახლის მიერ დაშვებული მძიმე შეცდომის, სტრატეგიული შეცდომის ფასია. უფრო მეტიც, დიდი ალბათობით, ამ შეცდომის საფასურს აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია გადაიხდის - დიდი ალბათობით, არა "რესპუბლიკელების“, არამედ "დემოკრატების“, - განაცხადა მედვედევმა