ავტორი:

დიდი ბრიტანეთის ახალი რეკომენდაციით, 5-წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ეკრანთან გატარებული დრო დღეში ერთ საათზე ნაკლები უნდა იყოს

დიდი ბრიტანეთის ახალი რეკომენდაციით, 5-წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ეკრანთან გატარებული დრო დღეში ერთ საათზე ნაკლები უნდა იყოს

დიდი ბრიტანეთის მთავრობის ახალი რეკომენდაციის თანახმად, ხუთ წლამდე ასაკის ბავშვებმა ეკრანებთან დღეში ერთ საათზე მეტი არ უნდა გაატარონ. ახალი სახელმძღვანელო პრინციპების შემუშავებას ხელმძღვანელობდნენ ბავშვთა უფლებების კომისარი რეიჩელ დე სოუზა და ბავშვთა ჯანმრთელობის ექსპერტი პროფესორი რასელ ვინერი.

  • პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერის განცხადებით, რეკომენდაციები ოჯახებს დაეხმარება ბავშვების უსაფრთხოების დაცვასა და ეკრანებთან ჯანსაღი ჩვევების ჩამოყალიბებაში.

"ციფრულ სამყაროში მშობლობა შეიძლება რთული იყოს. ჩემი მთავრობა მშობლებს ამ ბრძოლაში მარტო არ დატოვებს, იქნებიან ადამიანები, რომლებიც ამას შეეწინააღმდეგებიან. თუმცა, იქნება ეს ტექნოლოგიების გამოყენება, ცხოვრების ხარჯების შემცირება თუ ოჯახური ცხოვრების მოთხოვნების დაბალანსება, მე ყოველთვის იმ მშობლების მხარეს დავდგები, რომლებიც შვილებისთვის ყველაფერს აკეთებენ" - განაცხადა მან.

ინსტრუქციის მიხედვით, ძილისა და კვების დროს ბავშვები ეკრანებს უნდა მოარიდონ. ამის სანაცვლოდ რეკომენდებულია ფონური მუსიკა, სამაგიდო თამაშები, ზღაპრების კითხვა ან ხატვა.

დაადგინა, რომ ეკრანებთან გატარებული დიდი დრო უარყოფითად მოქმედებს ძილზე, ფიზიკურ აქტივობაზე, შემოქმედებით თამაშსა და მშობლებთან ურთიერთობაზე — ეს ყველაფერი კი მნიშვნელოვანია ჯანმრთელი განვითარებისთვის.

მანამდე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობა მასშტაბურ პროექტს გეგმავს, რომლის ფარგლებშიც 16 წლამდე მოზარდებს სოციალური მედიის გამოყენება შეეზღუდებათ. ტესტირება ასობით ბრიტანელ მოზარდზე განხორციელდება, რათა გაირკვეს, როგორ აისახება სხვადასხვა რეგულაცია მათ ყოველდღიური ცხოვრებაზე, მენტალურ ჯანმრთელობასა და სოციალურ ურთიერთობებზე.

"ეს პროექტი საშუალებას მოგვცემს რეალურ გარემოში დავაკვირდეთ სხვადასხვა ვარიანტს. მოცემული მონაცემები განსაზღვრავს მომავალ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ოჯახების გამოცდილებაზე იქნება დაფუძნებული,“ - განაცხადა დიდ ბრიტანეთში ტექნოლოგიების მდივანმა ლიზ კენდალმა.

წყარო