ავტორი:

დონალდ ტრამპმა ირანის ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმები კიდევ 10 დღით გადადო - მან ასევე გაამხილა რა "საჩუქარი" მიიღო ირანისგან

დონალდ ტრამპმა ირანის ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმები კიდევ 10 დღით გადადო - მან ასევე გაამხილა რა "საჩუქარი" მიიღო ირანისგან

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თეირანთან მოლაპარაკებების გამართვის მიზნით გადაწყვიტა ირანის ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმები კიდევ 10 დღით გადადოს, მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება ირანის მთავრობის თხოვნით იქნა მიღებული, თუმცა თავად თეირანი ამგვარი თხოვნის ფაქტს უარყოფს

“ირანის მთავრობის თხოვნით, ვაჩერებ ელექტროსადგურების განადგურების პერიოდს 10 დღით, აღმოსავლეთის დროით 2026 წლის 6 აპრილის 20:00 საათამდე, მოლაპარაკებები გრძელდება და მიუხედავად ფეიკ-მედიასა და სხვა წყაროების მიერ გავრცელებული მცდარი განცხადებებისა, ისინი ძალიან კარგად მიმდინარეობს“, - დაწერა მან საკუთარ სოციალურ ქსელ Truth Social-ში.

გასულ კვირას ტრამპი იმუქრებოდა, რომ ირანის ელექტროსადგურებს “გაანადგურებდა“, თუ თეირანი 48 საათის განმავლობაში არ გახსნიდა ჰორმუზის სრუტეს. საპასუხოდ ირანის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ სრუტეს ნავიგაციისთვის სრულად გადაკეტავდა.

ორშაბათს, 23 მარტს ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ და ირანი ომის დასრულებასთან დაკავშირებით “პროდუქტიულ მოლაპარაკებებს“ აწარმოებენ და გასცა ბრძანება, ირანის ენერგეტიკაზე დარტყმები ხუთი დღით შეჩერებულიყო.

ოთხშაბათს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მა ირანს ის 15-პუნქტიანი გეგმა გადასცა, რომელთა შესრულების შემთხვევაში მზად იყო კონფლიქტის დასრულებაზე წასულიყო, თუმცა თეირანმა ტრამპის წინადადება უარყო და სანაცვლოდ ომის დასრულების საკუთარი, ხუთპუნქტიანი გეგმა წარადგინა.

ამ დრომდე გაურკვეველია, კონკრეტულად ვისთან აწარმოებს დიალოგს აშშ ირანში. ცოტა ხნით ადრე ტრამპმა თქვა, - ირანის ოფიციალური პირები მოლაპარაკებებს იმიტომ უარყოფენ, ეშინიათ რომ მათ მოკლავენ0.

“ისინი მოლაპარაკებებს აწარმოებენ და ძალიან უნდათ შეთანხმების მიღწევა. მაგრამ ამის თქმას ვერ ბედავენ, რადგან ფიქრობენ, რომ შეიძლება ამისთვის საკუთარ თანამემამულეებმა მოკლან. ასევე ეშინიათ, რომ შეიძლება ჩვენ მოვკლავთ“, - განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბარში.

  • "საჩუქარი“ ირანისგან

26 მარტს, ამერიკის მთავრობის სხდომაზე, ტრამპმა ასევე ისაუბრა, იმ "საჩუქარზე“, რაც პირადად მას ირანის ხელისუფლებამ გაუკეთა. მანამდე თეთრი სახლის ხელმძღვანელმა აღნიშნავდა, რომ ირანელებმა რაღაც ღირებული აჩუქეს, თუმცა არ დაუკონკრეტებია რაზე იყო ლაპარაკი.

ჟურნალისტების კითხვაზე, თუ როგორ მიმდინარეობდა მოლაპარაკებები ირანთან, აშშ-ს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ “თეირანი განზრახვების სერიოზულობის დემონსტრირებას ცდილობს“. და შემდეგ დაამატა, რომ ორი ან სამი დღის წინ თეირანმა მას "საჩუქრად“ ჰორმუზის სრუტით ნავთობის 8 ტანკერს გატარებას დაჰპირდა და ეს მართლაც მოხდა.

  • ისრაელი აგრძელებს ირანის დაბომბვას

ისრაელის თავდაცვის არმიამ განაცხადა, რომ ბოლო 24 საათში ქვეყნის ავიაციამ ირანის დასავლეთ ნაწილში მდებარე “გამშვები პოზიციების“ წინააღმდეგ დაახლოებით 20 დარტყმა განახორციელა.

არმიის განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელ X-ში გავრცელდა, ნათქვამია, რომ ავიაციამ შეტევა მიიტანა საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და იმ ობიექტებზე, რომლებიც ბალისტიკური რაკეტების შესანახად და გასაშვებად გამოიყენებოდა.

ხუთშაბათს, 26 აპრილს ისრაელმა ასევე გაავრცელა ინფორმაცია , რომ ლიკვიდირებულია ისლამური რევოლუციის გვარდიის საზღვაო ძალების მეთაური ალირეზა ტანგსირი, რომელიც ჰორმუზის სრუტის ბლოკადას კურირებდა. წყარო

იხილეთ ასევე: