საქართველოში ყოველ მე-2 ადამიანს საფინანსო სექტორის ვალი აქვს, ხოლო ყოველი მეათე მოქალაქე ვადაგადაცილებაშია. ამაზე მოწმობს "კრედიტინფო საქართველოს“ 2026 წლის ბოლო, სტატისტიკური მონაცემები. ამავე მონაცემების მიხედვით, კრედიტებზე ვადაგადაცილება მოსახლეობის 10%-ს უფიქსირდება.
უფრო კონკრეტულად, 2026 წლის 28 თებერვლის მდგომარეობით, საფინანსო სექტორის ვალი 1 981 609 მსესხებელს აქვს, აქედან 30 დღეზე მეტი ვადაგადაცილება უფიქსირდება 373 659 პირს. ეს მაშინ, როდესაც საქსტატის ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში მოსახლეობის რაოდენობა 3 704 506-ს შეადგენს.
აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოში იმ ფიზიკური პირების რაოდენობა, რომლებიც კრედიტს ვერ იხდიან, ბოლო ერთი წლის განმავლობაში 5 484-ით, ხოლო 1 თვის განმავლობაში 308 პირით გაიზარდა. გააგრძელეთ კითხვა