26 მარტს, ნიუ-იორკში, ქუინსის სანაპიროზე უზარმაზარი მკვდარი ვეშაპი გამოირიყა, რაც სოციალურ ქსელებში გავრცელებულ შთამბეჭდავ ფოტოებშიც აისახა.
12 მეტრზე მეტი სიგრძის ვეშაპი სანაპიროზე დილით აღმოაჩინეს, მანამდე, ოთხშაბათს, აერო დაკვირვების ჯგუფმა ის ლონგ-აილენდის სამხრეთით, სანაპიროდან დაახლოებით 24 კილომეტრში შენიშნა.

“მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ტალღებში მყოფი ვეშაპი, მკვდარიც კი კვლავ საშიშია. უსაფრთხოების შესანარჩუნებლად საუკეთესო გზაა, დაუკავშირდეთ სპეციალურად გაწვრთნილ რეაგირების ჯგუფებს და შეინარჩუნოთ მინიმუმ 150 ფუტის დისტანცია“, - ნათქვამია “ატლანტიკური საზღვაო კონსერვაციის საზოგადოების“ განცხადებაში
ზოგადადა ამ სახეობის ვეშაპების სხეულის სიგრძე 18,8 მ აღწევს. აქვს მუქი ზურგი, ნაცრისფერი გვერდები, რომლებზეც წვრილი თეთრი ლაქები აყრია, მუცელი ზოგის ნაცრისფერია, ზოგისა - თეთრი. ზურგის ფარფლი მოზრდილია. სეივალი კოსმოპოლიტია - გავრცელებულია არქტიკიდან ანტარქტიკამდე. იკვებება კიბოსნაირებით, თავფეხიანი მოლუსკებით. მაკეობა 1 წლამდე გრძელდება. სეივალი რეწვის ობიექტია, რის გამოც მისი რაოდენობა თანდათან მცირდება, მეტიც, NOAA Fisheries New England/Mid-Atlantic-ს მონაცემების მიხედვით, გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფ სახეობად მიიჩნევა, რადგან მათი პოპულაცია მე-19 და მე-20 საუკუნეებში მნიშვნელოვნად შემცირდა.

წყლის ძუძუმწოვრის აღნიშნული სახეობა ზომიერი კლიმატის წყლებს ამჯობინებს და ატლანტის, ინდოეთისა და წყნარ ოკეანეებში გვხვდება.
Gothamist-ის ინფორმაციით, ნიუ-იორკის ყურეში, ქალაქს, ლონგ-აილენდსა და ჯერსის შორის მდებარე სანაპირო ზოლში, გასულ წელს ვეშაპის სიკვდილის 10 შემთხვევა დაფიქსირდა.