გერმანიის კანცლერის ფრიდრიხ მერცის განცხადებით, ის, რასაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამჟამად აკეთებს, არის არა დეესკალაცია ან მშვიდობიანი გადაწყვეტის მიღწევის მცდელობა, არამედ „მასიური ესკალაცია გაურკვეველი შედეგით“.
"ეს არის ესკალაცია, რომელიც უკვე საფრთხეს ქმნის. საფრთხეს არა მხოლოდ უშუალოდ დაზარალებულებს, არამედ ყველა ჩვენგანისთვის“, - აღნიშნა მერცმა.
"რეჟიმის შეცვლა ნამდვილად არის მიზანი? თუ ეს არის მიზანი, არ მჯერა, რომ ისინი მიაღწევენ მას. ასეთი მცდელობები ძირითადად წარუმატებელია“, - აღნიშნა მერცმა.