სააქციო საზოგადოება „რეალ ინვესტი“ ისნის ტერიტორიაზე, ქეთევან წამებულის N71-ში მრავალფუნქციური პროექტის განხორციელებას გეგმავს. გარემოს ეროვნული სააგენტოსთვის წარდგენილი დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ საპროექტო ტერიტორიაზე ამჟამად ე.წ „ისნის დაშლილების ბაზრობაა” მოწყობილი.
ამ დროისთვის გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) პროცედურა მიმდინარეობს. როგორც „რეალ ინვესტი“ სააგენტოსთვის წარდგენილი დოკუმენტებში აღნიშნავს, განაშენიანებისთვის ქალაქმშენებლობითი დოკუმენტაცია ჯერჯერობით დამტკიცებული არ არის, მაგრამ კომპანიის მიერ ტერიტორიის სამშენებლოდ განვითარების მიზნით დაწყებულია განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების პროცედურა თბილისის მერიის შესაბამის უფლებამოსილ ორგანოში.
ამავე დოკუმენტების მიხედვით, პროექტის განხორციელება დაგეგმილია კომპანიის საკუთრებაში არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე, რომლის ჯამური ფართობიც 17.5 ჰექტარია.
"წარმოდგენილი მიწის ნაკვეთები წლების განმავლობაში იმყოფება სხვადასხვა მოიჯარეების სარგებლობაში და მასზე მოწყობილია ე.წ „ისნის დაშლილების ბაზრობა“, რომელიც მოიცავს ავტომობილების სათადარიგო ნაწილებითა და ფერადი ლითონებით სავაჭრო, ავტოტექმომსახურებისა და მსგავსი ტიპის ობიექტებს.
გამომდინარე იქიდან, რომ დედაქალაქში გაიზარდა მოთხოვნა საცხოვრებელ ბინებზე და განსაკუთრებით ისეთი ტიპის დასახლებებზე, რომელიც ინტეგრირებული იქნება გარემოსთან და უზრუნველყოფილი იქნება ყველა საჭირო ინფრასტრუქტურით, დედაქალაქის საზღვრებში არსებული 17.5 ჰა ფართობის მქონე ტერიტორიის გამოყენება არსებული საქმიანობის გაგრძელების მიზნით არ არის რელევანტური...განაგრძეთ კითხვა