დუშეთში მკვლელობა მოხდა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
"მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დუშეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი - 1987 წელს დაბადებული ბ.ბ. ცხელ კვალზე დააკავეს.
მიყენებული დაზიანებების შედეგად, ა.ბ. შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ბ.ბ. დანაშაულის ჩადენიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს" - ნათქვამია ინფორმაციაში.