ავტორი:

ისრაელში ირანის სარაკეტო იერიშს მსხვერპლი მოჰყვა - რა დეტალებია ცნობილი

ისრაელში ირანის სარაკეტო იერიშს მსხვერპლი მოჰყვა - რა დეტალებია ცნობილი

ისრაელში ირანის სარაკეტო იერიშს მსხვერპლი მოჰყვა, - ინფორმაციას გამოცემა The Times of Israel-ი ავრცელებს.

  • გამოცემის ცნობით, ირანის მიერ განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად ცენტრალურ ისრაელში ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა.

„მაგენ დევიდ ადომის“ სასწრაფო დახმარების სამსახურის განცხადებით, დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გასული ღამის განმავლობაში ირანმა ისრაელის წინააღმდეგ რაკეტებისა და დრონების გამოყენებით რამდენიმე იერიში განახორციელა. ცენტრალურ და ჩრდილოეთ ისრაელში საჰაერო განგაშის სირენების ხმა ისმოდა.