ავტორი:

ტრაგედია ვეტერანი ძიუდოისტის ოჯახში - ვლადიმერ დგებუაძეს ვაჟი გარდაეცვალა

ტრაგედია ვეტერანი ძიუდოისტის ოჯახში - ვლადიმერ დგებუაძეს ვაჟი გარდაეცვალა

ტრაგედია დატრიალდა ვეტერანი ქართველი ძიუდოისტის, ვლადიმერ დგებუაძის ოჯახში. ცნობილი გახდა, რომ მისი ვაჟი ირაკლი დგებუაძე გარდაიცვალა. ინფორმაციას ძიუდოს გვერდი SHIDO ავრცელებს.

"კიდევ ერთი ძალიან მძიმე და გულდასაწყვეტი ამბავი… - საქართველოს ძიუდოს ტიტულოვანი ოჯახის წევრს, ლადო დგებუაძეს, უდიდესი ტრაგედია დაატყდა თავს - შვილი გარდაეცვალა… - სიტყვები უძლურია ასეთი ტკივილის წინაშე…

შეუძლებელია იპოვო ის სიტყვები, რომლებიც ოდნავ მაინც შეამსუბუქებს ამ უმძიმეს დანაკარგს. - მთელი გულით და სულით ვიზიარებ მის მწუხარებას. ვუსამძიმრებ ოჯახს, ახლობლებს და ყველას, ვისთვისაც ეს ტკივილი პირადულია. უფალმა გაანათლოს" - წერია სამძიმრის წერილში.

ვლადიმერ დგებუაძე

ვლადიმერ დგებუაძის ტიტულები - მსოფლიოს ბრინჯაოს პრიზიორი, ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონი (1989, 71 კგ; ათენი, საბერძნეთი) და მსოფლიოს ჩემპიონი (1990, 71 კგ; დიჟონი, საფრანგეთი). ევროპის ორგზის ჩემპიონი (1989, გუნდური; ვენა, ავსტრია; 1993, 71 კგ; ათენი, საბერძნეთი). სსრკ სპორტის ოსტატი, სსრკ საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი, 1996 წლის ატლანტის ოლიმპიადის მონაწილე (X ადგილი). მოგებული აქვს მრავალი საერთაშორისო ტურნირი.