ორი დღის წინ თელ-ავივის ცა ათასობით ყვავმა დაფარა - ფრინველები მაღალსართულიანი შენობების, მათ შორის ცნობილი კოშკების გარშემო წრეზე დაფრინავდნენ. კადრები სწრაფად გავრცელდა ინტერნეტში და დიდი გამოხმაურება გამოიწვია.

"ეს ცივილიზაციისთვის ყველაზე ცუდი ნიშანია“, – წერენ X-ზე, ზოგი კი ამ ფაქტს ისტორიასაც უკავშირებს.

ასევე გაიხსენეს Tower of London-ის ცნობილი ყორნების ლეგენდა, რომლის მიხედვითაც, თუ ფრინველები ციხეს დატოვებენ, ბრიტანეთის სამეფო დაეცემა.
მეცნიერების თქმით, ისრაელი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დატვირთულ ფრინველთა მიგრაციულ მარშრუტზე მდებარეობს, ხოლო გაზაფხულზე აქ დაახლოებით 500 მილიონი ფრინველი გადაადგილდება. მსგავსი ჯგუფური გადაადგილება, განსაკუთრებით ყვავების შემთხვევაში, ჩვეულებრივი მოვლენაა და საფრთხეს არ წარმოადგენს.