ავტორი:

წაქცეული ხეები, დაზიანებული მანქანები და კორპუსის ფასადები - ძლიერმა ქარმა დედაქალაქში პრობლემები შექმნა (ფოტო+ვიდეო)

წაქცეული ხეები, დაზიანებული მანქანები და კორპუსის ფასადები - ძლიერმა ქარმა დედაქალაქში პრობლემები შექმნა (ფოტო+ვიდეო)

ძლიერმა ქარმა დედაქალაქში პრობლემები შექმნა. ქარის შედეგად დიდ დიღომში, პეტრე იბერის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი მშენებლობიდან სამშენებლო მასალები გადმოცვივდა - დაზიანებულია 2 ავტომობილი.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ დიდი დიღმის მეოთხე მიკრო რაიონში ძლიერმა ქარმა სახლს გადახადა სახურავი. როგორც სოციალურ ქსელში წერენ, მომხდარის შედეგად იქაც არავინ დაშავებულა.

მოქალაქეების მიერ გავრცელებული ინფორმაციითვე, დიდი დიღომი, მე-3 მკ/რ-ში ჩამოინგრა კორპუსის საფარი.

  • მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქვემო ფონიჭალაში ხე წაიქცა, რის გამოც საავტომობილო მოძრაობა შეფერხებული იყო. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ქვემო ფონიჭალა

კადრებს თბილისის სხვადასხვა უბნებიდან ფეისბუქ გვერდი "ჩემი ქალაქი მკლავს" ავრცელებს. ცნობისთვის, საქართველოში ძლიერი ქარი ხვალიდან შეწყდება და ქვეყნის მასშტაბით გამოიდარებს, თუმცა 30 მარტიდან კვლავ ნალექია მოსალოდნელი.

წაიკითხეთ ასევე: