ირანში აცხადებენ, რომ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში უკრაინული დრონების საწინააღმდეგო სისტემების საცავს დაარტყეს - უკრაინა ირანის განცხადებას უარყოფს, - ინფორმაციას გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, გეორგი ტიხიმ ირანის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას „სიცრუე“ და „დეზინფორმაცია“ უწოდა.
„ეს სიცრუეა და ამ ინფორმაციას ოფიციალურად უარვყოფთ. ირანის რეჟიმი ხშირად მიმართავს მსგავს დეზინფორმაციულ ოპერაციებს და ამით რუსებისგან არაფრით განსხვავდება“, - აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.