ავტორი:

საბერძნეთის სანაპიროსთან 22 მიგრანტი დაიღუპა - რა დეტალებზე წერს მედია

საბერძნეთის სანაპიროსთან 22 მიგრანტი დაიღუპა - რა დეტალებზე წერს მედია

საბერძნეთის სანაპიროსთან 22 მიგრანტი დაიღუპა, - ინფორმაციას გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს.

  • საბერძნეთის სანაპირო დაცვის ცნობით, მიგრანტებით სავსე ნავმა, რომელიც ლიბიიდან გამოვიდა, ზღვაში ექვსი დღე გაატარა.

ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტო Frontex-ის ინფორმაციით, კუნძულ კრეტასთან 26 ადამიანის გადარჩენა მოახერხეს.

"მგზავრებმა ზღვაში ექვსი დღე სასმელი წყლისა და საკვების გარეშე გაატარეს“, - აცხადებს Frontex-ი.

გადარჩენილებმა განაცხადეს, რომ დაღუპულთა ცხედრები მგზავრობის განმავლობაში ხმელთაშუა ზღვაში გადაყარეს.

გადარჩენილებს შორის ბანგლადეშის, სამხრეთ სუდანისა და ჩადის მოქალაქეები არიან.