გურჯაანის მუნიციპალიტეტში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.
შემთხვევა სოფელ ახაშენში ცოტა ხნის წინ მოხდა.
ადგილობრივების თქმით, ავტომანქანაში სამი ადამიანი იმყოფებოდა, მათგან ერთი ადგილზე გარდაცვალა, ორი კი მძიმედ დაშავდა. გარდაცვლილია 45 წლის მამაკაცი.
ამ წუთებში ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.