აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თქმით, საუდის არაბეთის დღევანდელი ხელმძღვანელობა არ ელოდა, რომ ის ურთიერთობა ექნებოდა აშშ-სთან, როგორიც დღეს აქვს და აღნიშნა, რომ ახლა საუდის არაბეთს უწევს მასთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნება. აღნიშნულ თემაზე ტრამპმა მაიამიში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.
გაიხსენა ასევე წარსულში საუდის არაბეთში ვიზიტი და თქვა, რომ მეფემ განსაკუთრებული სითბო გამოავლინა მის მიმართ. "როდესაც იქ ვიყავი, დავმეგობრდით, ის ხელს მკიდებდა ფეხზე ადგომის დროს და მითხრეს, რომ ეს ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა მეფე ასე მოიქცა", - თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა.
მანვე აღნიშნა, რომ მათი ურთიერთობა დღემდე პოზიტიურია, მეფე "დიდ ადამიანად" მოიხსენია და შემდეგ მის შვილზე, საუდის არაბეთის პრინცის, მუჰამედ ბინ სალმანის შესახებ ისაუბრა.
ტრამპმა ახლო წარსულში საუდელ ლიდერებთან საუბარი გაიხსენა: "ცოტა ხნის წინ ერთად ვიყავით და მან (მუჰამედ ბინ სალმანმა) მითხრა: "იცით, საოცარია - ერთი წლის წინ მკვდარი ქვეყანა იყავით, ახლა კი მსოფლიოში ყველაზე ცხელი ქვეყანა ხართ".
ცნობისთვის, საუდის არაბეთის პრინცი მუჰამედ ბინ სალმანი ტრამპის მოკავშირედ მიიჩნევა.