ავტორი:

ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ოპერაციის დაწყებიდან 11 ათასზე მეტი სამიზნე დაიბობმა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ანგარიში

ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ოპერაციის დაწყებიდან 11 ათასზე მეტი სამიზნე დაიბობმა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ანგარიში

ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ოპერაციის დაწყების დღიდან 11 ათასზე მეტი სამიზნე დაიბობმა და 150-ზე მეტი ირანული გემი დაზიანდა ან განადგურდა.

  • შესაბამის ინფორმაციას აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ავრცელებს.

განცხადების თანახმად, აშშ-ის ძალები ბომბავენ ობიექტებს, რათა ჩამოშალონ ირანული რეჟიმის უსფრთხოების აპარატი და პრიორიტეტს ანიჭებენ ლოკაციებს, რომლებიც უშუალო საფრთხეს წარმოადგენენ.

სამიზნეთა სიაში არიან: სამეთაურო და საკონტროლო ცენტრები, “ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის” შტაბ-ბინები, “ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის” სადაზვერვო ლოკაციები, ინტეგრირებული საჰაერო თავდაცვის სისტემები, ბალისტიკური რაკეტების ლოკაციები, ირანული საზღვაო ფლოტის გემები და წყალქვეშა ნავები, ირანული საჰაერო თავდაცვის სისტემები, გემები საწინააღმდეგო რაკეტების ლოკაციები, სამხედრო კომუნიკაციის ძალები, ბალისტიკური რაკეტებისა და დრონების საწარმოები, იარაღის საწარმოები და შენახვის ბუნკერები, ანტი-საჰაერო რაკეტების ლოკაციები და სამხედრო ძალების დამხმარე ინფრასტრუქტურა.