ავტორი:

ფანტასტიკური მხატვრული ფილმების სიუჟეტები რეალობა ხდება - ტყვიამფრქვევიანი დრონი-რობოტი ომში ჯარისკაცის ჩასანაცვლებლად

ფანტასტიკური მხატვრული ფილმების სიუჟეტები რეალობა ხდება - ტყვიამფრქვევიანი დრონი-რობოტი ომში ჯარისკაცის ჩასანაცვლებლად

ფანტასტიკური მხატვრული ფილმების სიუჟეტები რეალობა ხდება - ომში ჯარისკაცებს უკვე რობოტები ანაცვლებენ...

  • ის, რომ დრონებმა ანუ უპილოტო, დისტანციურად მართვადმა საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო აპარატებმა რევოლუცია მოახდინეს თანამედროვე საბრძოლო მოქმედებების წარმოებაში, ყველასთვის ნათელია, თუნდაც რუსეთ-უკრაინის ოთხწლიანი ფართომასშტაბიანი ომის მაგალითზე, სადაც სწორედ დრონებმა „ჩამოართვეს“ პილოტირებულ თვითმფრინავებსა და შვეულმფრენებს დაზვერვისა და წერტილოვანი საჰაერო დარტყმების ფუნქციები.

მართალია საჰაერო დრონებმა ძალიან სწრაფი ევოლუცია განიცადეს ამ ომში, მაგრამ მათთან ჩამორჩენას არც სახმელეთო ბორბლებიანი და მუხლუხებიანი დრონები აპირებენ...

მათ ფრონტის ხაზზე თავისი საქმიანობა ჯერ საბრძოლო საჭურვლის მიწოდებითა და დაჭრილების გამოყვანით დაიწყეს, შემდეგ ტანკსაწინააღმდეგო ნაღმების „გაბნევაც“ აითვისეს, ახლა კი ტყვიამფრქვევითაც შეიარაღდნენ და სრულფასოვან მებრძოლებად გადაიქცნენ...

2026 წლის პირველივე კვირას უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ შეიარაღებაში ოფიციალურად მიიღო „ბრაუნინგის“ მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევით შეიარაღებული დრონი-რობოტი, რომელსაც წინა ხაზზე ჯარისკაცის შეცვლა შეუძლია და ამასთან არც საჭმელსა და არც გათბობას ითხოვს, თუმცა დრო და დრო მის აკუმულატორებს დატენვა მაინც სჭირდება. ორმა უკრაინულმა კომპანიამ - DevDroid-მა და Rovertech-მა - შეიმუშავეს ახალი სადაზვერვო და სახმელეთო დარტყმების რობოტული სისტემა, სახელწოდებით Zmiy Droid 12.7... წაიკითხეთ ვრცლად