ავტორი:

"ბიბლუსში" სრულ ასორტიმენტზე 2+1 აქცია დაიწყო

"ბიბლუსში" სრულ ასორტიმენტზე 2+1 აქცია დაიწყო

31 მარტის ჩათვლით, საქართველოს მასშტაბით, “ბიბლუსის” ნებისმიერ ფილიალში მოქმედებს 2+1 აქცია. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი სამი ნივთის შერჩევისას, მომხმარებელი მათგან ერთს საჩუქრად მიიღებს.

  • შეთავაზება გამორჩეულია, რადგან აქცია ვრცელდება "ბიბლუსის" სრულ ასორტიმენტზე: წიგნებზე, კალმებზე, ბლოკნოტებზე, ჩანთებზე, სამაგიდო თამაშებსა და ათასობით სხვა ნივთზე, ყველა კატეგორიაში - გამონაკლისის გარეშე.

მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს როგორც იდენტური ფასის მქონე, ისე სხვადასხვა ღირებულების ნივთები - კატეგორიის ან ფასის მიხედვით შეზღუდვა არ არსებობს. გარდა ამისა, შეთავაზება ვრცელდება ვაუჩერით შეძენის შემთხვევაშიც.

აქცია შემთხვევითი არ არის. 24 მარტს "ბიბლუსმა" სოციალურ ქსელში, ოფიციალურ გვერდზე, გამოაქვეყნა პოსტი: "ბიბლუსის მომხმარებელო, გაგვიზიარე კომენტარებში, როგორი იქნებოდა თქვენთვის საინტერესო შეთავაზება ბიბლუსისგან?

შესაძლოა, სწორედ თქვენი სურვილი გახდეს ჩვენი შემდგომი კომუნიკაციის ინსპირაცია".

სწორედ ამ გამოხმაურების გათვალისწინებით შეიქმნა 2+1 შეთავაზება, რომელიც კომენტარებში, ერთ-ერთი პოპულარული სურვილი აღმოჩნდა.

შეთავაზებით სარგებლობა შესაძლებელია “ბიბლუსის” ნებისმიერ ფილიალში 31 მარტის ჩათვლით.

(R)