იტალიაში KitKat-ის ტკბილეულის დიდი პარტია მაშინ მოიპარეს, როცა ის დისტრიბუტორებს გადაჰქონდათ, საუბარია ისეთი რაოდენობის ტკბილეულის ქურდობაზე, რომ ზოგიერთ ადგილას მისი დეფიციტის შექმნას არ გამორიცხავენ.
- France-Presse-ის ცნობით, 26 მარტს მოიპარეს სატვირთო, რომელსაც 12 ტონა შოკოლადი გადაჰქონდა იტალიიდან პოლონეთში.მიჰქონდა. KitKat-ის მშობელი კომპანიის, Nestlé-ს წარმომადგენელმა ქურდობის ფაქტი Guardian-ს დაუდასტურა და დასძინა, საქმესთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. ავტომობილი და წაღებული შოკოლადი ჯერ ნაპოვნი არ არის.
Nestlé-ს წარმომადგენლის განცხადებით, ძარცვის დროს არავინ დაშავებულა.
"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვაფასებთ დამნაშავეების განსაკუთრებულ გემოვნებას, ასეთი რაოდენობის ტვირთის მოპარვა ყველა ბიზნესისთვის დიდი დარტყმა იქნებოდა", - ნათქვამია "ნესტლეს" განცხადებაში.
გამოცემა Athletic-ის ცნობით, მოპარული ფილები KiKat-ის ახალი, "ფორმულა 1"-ის ხაზიდან იყო და შოკოლადის ფილებს F!-ის მანქანების ფორმა ჰქონდა.