რუსეთი უკრაინას 442 დრონითა და ერთი ბალისტიკური რაკეტით თავს დაესხა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალები ავრცელებს.
უკრაინელი სამხედროების ცნობით, ღამის განმავლობაში 380 დრონი ჩამოაგდეს. 16 დრონის მოხვედრა დაფიქსირებულია 7 ლოკაციაზე, კიდევ 14 ლოკაციაზე დაფიქსირებულია ჩაჭრილი დრონების ვარდნა.
დილის მდგომარეობით, უკრაინის საჰაერო სივრცეში ჯერ კიდევ იმყოფება რამდენიმე რუსული დრონი.
რუსეთი უკრაინას 442 დრონითა და ერთი ბალისტიკური რაკეტით თავს დაესხა