მტერი საჯაროს მოლაპარაკებებზე მიანიშნებს, მაგრამ საიდუმლოდ სახმელეთო თავდასხმას გეგმავს. ამის შესახებ ირანის პარლამენტის სპიკერმა, მოჰამად ბაგერ ღალიბაფმა განაცხადა.
ღალიბაფის თქმით, “მტერი საჯაროდ მოლაპარაკებებზე მიანიშნებს, მაგრამ საიდუმლოდ სახმელეთო თავდასხმას გეგმავს” და ამატებს, რომ აშშ-ს “15-პუნქტიანი სია აქვს, რომელშიც თავის სურვილებს ასახავს და მიისწრაფვის იმისკენ, რასაც ომში ვერ მიაღწია”.
ირანის პარლამენტის სპიკერის თქმით, ირანის შეიარაღებული ძალები “ელოდებიან ამერიკელი ჯარისკაცების ხმელეთით შემოსვლას, რათა მათ ცეცხლი გაუხსნან”.
ირანის დანებებაზე საუბრისას, ღალიბაფმა განაცხადა, რომ ირანის მესიჯი “ცხადია” და ის “დამცირებას” ვერ მიიღებს.