ავტორი:

ირანმა ისრაელს ბალისტიკური რაკეტებით შეუტია - ძლიერი აფეთქება დაფიქსირდა ინდუსტრიულ ზონასთან ახლოს: რა ხდება ცნობილი (ვიდეო)

ირანმა ისრაელს ბალისტიკური რაკეტებით შეუტია - ძლიერი აფეთქება დაფიქსირდა ინდუსტრიულ ზონასთან ახლოს: რა ხდება ცნობილი (ვიდეო)

ირანმა ისრაელს ბალისტიკური რაკეტებით შეუტია. შედეგად, როგორც მედია წერს, ძლიერი აფეთქება დაფიქსირდა ერთ-ერთ რეგიონში, ინდუსტრიულ ზონასთან ახლოს.

“ირანიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტა დაეცა ნეგევის რეგიონში, რამათ ხოვავთან.

დაფიქსირდა პირდაპირი ვარდნა ინდუსტრიულ ზონასთან ახლოს. მიმდინარეობს დეტალების დაზუსტება

დაშავებულებზე ინფორმაცია არ ვრცელდება,“ - ავრცელებს ისრაელში მოღვაწე ქართველი ჟურნალისტი მიხეილ ხეცოიძე.

გარდა ამისა, ვრცელდება ცნობები, რომ ქალაქ ბეერ-შევაში ნავთობქიმიური ქარხანა იწვის. არსებული ინფორმაციით, აფეთქებები რამდენიმე ლოკაციაზე დაფიქსირდა.