ავტორი:

“არა მეფეებს!“ - 8 მილიონზე მეტი ქუჩაში გამოსული ადამიანი და აქამდე არნახული აჯანყება აშშ-ში: მოსახლეობა ტრამპის პოლიტიკას აკრიტიკებს (ფოტო)

“არა მეფეებს!“ - 8 მილიონზე მეტი ქუჩაში გამოსული ადამიანი და აქამდე არნახული აჯანყება აშშ-ში: მოსახლეობა ტრამპის პოლიტიკას აკრიტიკებს (ფოტო)

აშშ-ის მთელ ტერიტორიაზე, სხვადასხვა შტატებში და ქალაქებში, ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია გაიმართა.

“არა მეფეებს!“ - 8 მილიონზე მეტი ადამიანი სწორედ ამ ლოზუნგით იყო ქუჩაში გამოსული. როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, ისინი აშშ-ის პრეზიდენტის მიერ გატარებულ პოლიტიკას, მათ შორის ომს ირანში, ფედერალურ დონეზე საიმიგრაციო კონტროლის გაძლიერებას და ცხოვრების ღირებულების ზრდას აპროტესტებენ.

ეს უკვე მესამე მსგავსი აქციაა; წინა აქციებმა მილიონობით მონაწილე შეკრიბა, თუმცა ამხელა მასშტაბებისთვის ჯერ არასდროს მიუღწევია.

  • “ტრამპს სურს გვმართოს როგორც ტირანმა. მაგრამ ეს ამერიკაა, ხელისუფლება ეკუთვნის ხალხს და არა თვითმარქვია მეფეებს ან მათ მილიარდერ მიმდევრებს“, - განაცხადეს ორგანიზატორებმა.

თეთრი სახლის წარმომადგენელმა პროტესტს “სიგიჟის თერაპიის სეანსები“ უწოდა და განაცხადა, რომ ერთადერთი, ვისთვისაც ეს მნიშვნელოვანია - არიან „ჟურნალისტები, რომლებსაც ფულს მათ გაშუქებაში უხდიან“.

შაბათს დემონსტრაციები ჩატარდა აშშ-ის თითქმის ყველა დიდ ქალაქში, მათ შორის ნიუ-იორკში, ვაშინგტონსა და ლოს-ანჯელესში. ვაშინგტონის ცენტრი მთელი დღის განმავლობაში მოცული იყო მიტინგებით, ხალხის მასამ მარშით გაიარა ქვეყნის დედაქალაქში. პროტესტის მონაწილეები განლაგდნენ ლინკოლნის მემორიალის საფეხურებზე და შეავსეს ეროვნული მოლი.

როგორც წინა აქციებზე, პროტესტის მონაწილეებს ეჭირათ ტრამპის, ვიცე-პრეზიდენტ ვენსის და ადმინისტრაციის სხვა მაღალჩინოსნების ფიტულები, და მოუწოდებდნენ მათ გადადგომისკენ.

ერთ-ერთი მთავარი აქცია მინესოტაში გაიმართა, სადაც იანვარში ფედერალურმა საიმიგრაციო აგენტებმა აშშ-ის ორი მოქალაქე - რენე ნიკოლ გუდი და ალექს პრეტი მოკლეს.

ბევრი ცნობილი დემოკრატისენტ-პოლში, შტატის კაპიტოლიუმის შენობის წინ სიტყვით გამოვიდა.

ათასობით ადამიანმა ასევე შეავსო თაიმს-სკვერი ნიუ-იორკში.

პროტესტებს ინციდენტების გარეშე არ ჩაუვლია. შიდა უსაფრთხოების სამინისტროს (DHS) მონაცემებით, ფედერალურ სამართალდამცავებზე თავდასხმისთვის ლოს-ანჯელესში ორი ადამიანი დააპატიმრეს.

X-ში გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ორი პოლიციელი დაშავდა ბეტონის ბლოკებით მას შემდეგ, რაც ჯგუფმა ალყა შემოარტყა როიბალის ფედერალურ შენობას და აგენტების მიმართულებით საგნების სროლა დაიწყო. ისინი სამედიცინო მკურნალობას გადიან.

პოლიციამ ასევე დაადასტურა, რომ ფედერალურმა ხელისუფლებამ გამოიყენა „არალეტალური ზომები“ ხალხის დასაშლელად.

Reuters იტყობინება, რომ დაპატიმრებები ასევე მოხდა დალასში „მცირე შეტაკებების“ შემდეგ.

წყარო